ახალი ამბები

ბათუმის შერატონთან აქციის მონაწილე დევნილებს ვიცე-პრემიერი ხვდება

11 ივლისი, 2013 • 954
ბათუმის შერატონთან აქციის მონაწილე დევნილებს ვიცე-პრემიერი ხვდება

ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან სასაუბროდ ამ წუთებში ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მივიდა.

 

დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი (80-მდე ოჯახი) სხვადასხვა დროს აჭარაში მდებარე 22 ობიექტიდან (ძირითადად, სასტუმროები) გამოასახლეს, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობენ, ქუჩაში აღმოჩნდნენ უბინაოდ.

 

“როცა გამოგვასახლეს, მოგვიგდეს 7000, რითაც ბინები ვერ ვიყიდეთ, ვქირაობდით ბინებს, მაგრამ აღარ გვაქვს ამის სახსრები და ვითხოვთ დახმარებას,” – აცხადებს ეკატერინე დოლიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერი რამდენჯრემე შეხვდა მათ და დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ შეუსრულებია. 

 

“იყო საუბარი, რომ ვიდრე ოფიციალურად გადმოგვცემდნენ ბინებს, დროებით დაგვიქირავებდნენ ბინებს, მაგრამ საბოლოო პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენი მოთხოვნაა, დაგვაკმაყოფილონ ბინით,” – ამბობს ეკატერინე დოლიძე.

 

დევნილების აქცია შერატონთან
დევნილების აქცია შერატონთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი