ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2017 წელს 1180 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება – პროკურატურა

24 ნოემბერი, 2017 • 1863
ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2017 წელს 1180 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება – პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2017 წელს, 11 თვის მონაცემების მიხედვით, 1180  ადამიანის წინააღმდეგაა დაწყებული.

სალომე შენგელიამ, პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაახმიანა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ანგარიში მოისმინეს.

შენგელიას ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების სტატისტიკა ასეთია:

[checklist]

  • 2014 წელს- 550 ადამიანის მიმართ
  • 2015 წელს -1066 ადამიანის მიმართ
  • 2016 წელს – 1356 ადამიანის მიმართ
  • 2017 წელს [11 თვის მონაცემი] – 1180 ადამიანის მიმართ

[/checklist]

“სტატისტიკური ანალიზის შედეგადაც ჩანს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არის გაორმაგებული წინა წლებთან შედარებით. ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ძალადობამ იმატა, არამედ ჩვენ ვხსნით, რომ მომართვიანობა საზოგადოების ცნობიერების კამპანიების შედეგად არის გაზრდილი და ეფექტიანი, რეაგირებაც არის გაზრდილი, როგორ შსს-ს, ასევე პროკურატურის მიერ”, – განაცხადა სალომე შენგელიამ.

სალომე შენგელიას თქმით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე პროკურატურა იშვიათად იყენებს განრიდებას, საპროცესო შეთანხმებას ან დევნის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას.

შენგელიას თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის საქმეების 70%-ზე მეტი სრულდება არსებითი განხილვით, რაც ნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმებებს მოძალადეს არ უფორმებს.

“არის შემთხვევები, როდესაც საპროცესო შეთანხმება ფორმდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ოჯახის ინტერესიდან გამომდინარე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე”,- განაცხადა სალომე შენგელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი