ახალი ამბები

ფანჯიკიძე: კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა

11 ივლისი, 2013 • • 999
ფანჯიკიძე: კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული მდგომარეობაა

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებას ვცდილობთ, შედეგიც არის. მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან მაინც არის ასეთი პროვოკაციული და გაუმართლებელი ქმედებები, რაც არ ჯდება არცერთ საერთაშორისო ნორმაში. ჩვენ კიდევ ერთხელნ გავიმეორებთ, რომ მხოლოდ დიპლომატიური გზით შეგვიძლია ამ საკითხებზე რეაგირება, რასაც ვაკეთებთ კიდევაც”,  –განაცხადა დღეს, 11 ივლისს, მაია ფანჯიკიძემ.

 

მინისტრის ინფორმაციით, ჟენევაში ბოლო მოლაპარაკებებზე აღნიშნული პრობლემა მწავედ დაისვა და საქართველოს აქვს  საერთაშორისო მხარდაჭერა ამ კუთხით და პრობლემის მოგვარებას მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით შეეცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი