ახალი ამბები

ფანჯიკიძე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

11 ივლისი, 2013 • • 915
ფანჯიკიძე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება

“ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელსაც ვერ შეცვლის ვერაფერი, ეს არის ამ კონფერენციის მთავარი დევიზი. კონფერენცია წელს არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორიც არ ყოფილა არასდროს, სტუმრად გვყავს 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. გარდა ამისა, კონფერენციას დაესწრება ევროკომისარი შტეფან ფულე. აქედან გამომდინარე, ეს კონფერენცია მნიშვნელვანია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე თვეში არის ვილნიუსის სამიტი, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში უნდა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

 

მისივე თქმით, 12 ივლისის კონფერენციაზე მოხდება საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოს შეჯამება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი