ახალი ამბები

აღმოსავლეთ პარტნიორობა მთელი ევროკავშირისთვისაა პრიორიტეტული – ესტონეთის პრემიერი

24 ნოემბერი, 2017 • 1396
აღმოსავლეთ პარტნიორობა მთელი ევროკავშირისთვისაა პრიორიტეტული – ესტონეთის პრემიერი

“აღმოსავლეთ პარტნიორობა ესტონეთის პრიორიტეტი ჯერ კიდევ მანამდე იყო, სანამ ევროკავშირი ოფიციალურად აამოქმედებდა”, – ეს განცხადება ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა გააკეთა.

მან ხაზი გასუვა იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში იმართება.

“აღოსავლეთ პარტნიორობა ახლა უკვე ევროპის შუაგულში შემოდის. ვიმედოვნებ, დღეს ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ შეკითხავს, თუ როგორ გავხადოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ძლიერი ამ 6 ქვეყნის მოსახლეობისა და ევროკავშირისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობა მთელი ევროკავშირისთვისაა პრიორიტეტული”, – თქვა რატასმა.

34 ქვეყნისა და ევროსტრუქტურების ლიდერები ბელგიის დესაქალაქში უკვე იკრიბებიან. სამიტს დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელსაც დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

სამიტში ევროკაშირის წევრი 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. ბრიუსელში იმყოფებიან დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ტერეზა მეი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ა.შ.

სამიტის მონაწილეები შეაჯამებენ გასული ორი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს დასახავენ. დღის ბოლოს ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – რას (არ) უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი