ახალი ამბები

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი დაიწყო

24 ნოემბერი, 2017 • 1440
ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტი დაიწყო

34 ქვეყნისა და ევროსტრუქტურების ლიდერები ბელგიის დესაქალაქში უკვე იკრიბებიან. სამიტს დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელსაც დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

სამიტში ევროკაშირის წევრი 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ.

სამიტის მონაწილეები შეაჯამებენ გასული ორი წლის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს დასახავენ. დღის ბოლოს ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდება.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – რას (არ) უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი