ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი ცოტა დაბნეულია – ნანუაშვილი ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევაზე

24 ნოემბერი, 2017 • 1699
არასამთავრობო სექტორი ცოტა დაბნეულია – ნანუაშვილი ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევაზე

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, მიიჩნევს, რომ არასამთავვრობო სექტორი ცოტა დაბნეულია, რადგან ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ ომბუდსმენის კანდიდატებზე.

“სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ომბუდსმენი უნდა იყოს დამოუკიდებელი და არაკომფორტული ხელისუფლებისთვის. მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის. ასევე, უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება პრინციპული. კანდიდატები ღირსეულები არიან, მაგრამ საუკეთესო უნდა შეირჩეს. ალბათ, არასამთავრობო სექტორიც ცოტა დაბნეულია – ჯერ 3 კანდიდატი დაასახელეს, მერე 4 და შეიძლება ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს,” – განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ომბუდსმენის ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. თავდაპირველად მათ სამი კანდიდატი დაასახელეს: ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი და ზვიად ქორიძე. მოგვიანებით, რასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელეს – ნინო ლომჯარია. როგორც ლაშა ტუღუში ამბობს, არასამთავრობოები ამ ოთხ კანდიდატზე საბოლოოდ შეჯერდნენ და სწორედ მათ წარუდგენენ პარლამენტს.

სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრა ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაზე დღეს, 24 ნოემბერს გაიმართება. მისი თქმით, ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევაში პრემიერიც ჩაერთვება.

გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი