ახალი ამბები

ტერორიზმში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს გაიმართება

24 ნოემბერი, 2017 • 1230
ტერორიზმში ბრალდებულის სასამართლო პროცესი 24 ნოემბერს გაიმართება

დღეს, 24 ნოემბერს, გაიმართება ტერორიზმში ბრალდებულის სასამართლოზე პირველი წარდგენის სხდომა, სადაც მოსამართლე  მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

23 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 21 ნოემბერს დააკავეს პირი ინიციალებით ს.დ. მათივე ცნობით, დაკავებულს ბრალი 23 ნოემბერს წარუდგინეს.

დაკავებულს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა/ტარებისთვის პროკურატურამ წარუდგინა ბრალდება სსკ-ის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით.

21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი