ახალი ამბები

შსს: გამოსასყიდის სანაცვლოდ ადამიანის გატაცების საქმეზე 4 პირი დააკავეს

23 ნოემბერი, 2017 • 1901
შსს: გამოსასყიდის სანაცვლოდ ადამიანის გატაცების საქმეზე 4 პირი დააკავეს

შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით მცხეთაში ოთხი პირი დააკავა, ამის შესახებ უწყება ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც წარსულშიც სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი იყვნენ, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, თბილისში მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ ვ.მ-ს თავისუფლება უანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხშეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და განთავისფულების სანაცვლოდ მის ოჯახს 7000 ლარი მოსთხოვეს.

პოლიციამ ვ. მ. უვნებლად გაათავისუფლა, ხოლო ბრალდებულები მცხეთის შესასვლელთან დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 144 მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი