თავდაცვის სამინისტრო: მინისტრმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარს ხატი შესწირა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 23 ნოემბერს მინისტრმა ლევან იზორიამ ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარს, სადაც წირვას დაესწრო, წმინდა გიორგის სახელობის ხატი შესწირა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.

სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუ რა ღირებულების ხატია ის და დახარჯულია თუ არა მასში საბიუჯეტო სახსრები.

საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა სახელმწიფო საქმეებში აქტიურად მონაწილეობს მართლმადიდებელი ეკლესია. საკონსტიტუციო შეთანხმების შესაბამისად, ეკლესია ყოველწიურად მინიმუმ 25 მილიონი ლარით ფინანსდება ბიუჯეტიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი