ახალი ამბები

კაკო ბობოხიძე: არ ვემიჯნები სააკაშვილსა და მერაბიშვილს

10 ივლისი, 2013 • • 1732
კაკო ბობოხიძე: არ ვემიჯნები სააკაშვილსა და მერაბიშვილს

კაკო ბობოხიძე აცხადებს, რომ  პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი “ნაცონალურ მოძრაობაცი”  მხოლოდ ორი კაცის დონეზე არასოდეს დაუყენებია:

 

“მე მიმაჩნია, რომ ყველაფერში იყო ეს წარმატებები თუ იყო ეს შეცდომები “ნაციონალურ მოძრაობაში” ყველა ვართ თანაზიარი. სწორედ ამის გამო მე გავაკეთე განცხადება, რომ “ნაციონალურ  მოძრაობაში” მე ვხედავ ძალას, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც კი დაისვას და მიმაჩნია, რომ პარტიაშ ამის საკმარისი ძალა შესწევს, ვგულისხმობ ყველა პოლიტიკური პირის პასუხისმგებლობას, რომლებიც ფორმალურად ვიყავით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ორგანოს წევრები და არა რომელიმე ორი კაცი. მითუმეტეს ამორალური და ბინძურია ხელი შეწმენდა იმ კაცზე, რომელიც წინასწარ და უკანონო პატიმრობაშია, სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ჟურნალისტებს დააზუსტონ თითოეული გამონათქვამი.”

 

მისვე განმარტებით, თუ კაცი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობს, შეიძლება პარტიიდან გავიდეს:

“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადახვიდე ახალ მმართველ კოალიციაში, მმართველ კოალიციაში და დაწყობილ სუფრაზე გადადიან მხოლოდ მედროვეები და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირები.  ის, რომ ვემიჯნები სააკაშვილსა და მერაბიშვილს, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული, არ ვემიჯნები, ვერ გავემიჯნები და მუდმივად ვეცდები ვიბრძოლო იმ გუნდის გამარჯვებისთვის, რომელსაც სახელად ქვია “ნაციონალური მოძრაობა. 9 წლის განმავლობაში მე ყოველთვის ვიყავი და ამჟამადაც ვარ “ნაციონალური მოძრაობის” საბჭოს წევრი და მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილებების მიღების დროს ტავის დროზე დავუშვი შეცდომა ვერ გამოვიჩინე საკმარისი პრინციპულობა იქნებ დადგა დრო, რომ პარტიაში ახალ ადამიანებს დავუთმო ასპარეზი, მხოლოდ ამას ნიშნავს ჩემი განცხადება და არავითარ შემთხვევაში ის, რომ მხოლოდ ორ კაცს ავკიდოთ პასუხისმგებლობა. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.”

დღეს 10 ივლისს “ინტერპრესნიუსმა” სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “აკაკი ბობოხიძე – ხელმძღვანელობიდან უნდა გადავდგეთ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები ვიყავით”, სადაც ბობოხიძე ამბობს, რომ:

” მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ.ეს არ ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დავტოვოთ. უბრალოდ ხელმძღვანელი თანამდებობებიდან უნდა გადავდგეთ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები ვიყავით. ეს უნდა გავაკეთოთ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თურმე, სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პარტიამ უნდა იმსჯელოს და ახალი ხელმძღვანელობა აირჩიოს”, – აღნიშნა დეპუტატმა და იქვე განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას არ აპირებს და პირიქით, გეგმავს, როგორც რიგითმა წევრმა იბრძოლოს ახალი გუნდის გამარჯვებისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი