კობახიძე: მომავალ სესიაზე პარლამენტი სამთავრობო ცვლილებებზე კანონპროექტს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომავალ სესიაზე სამთავრობო ცვლილებების კანონპროეტს პარლამენტი განიხილავს.

“კანონპროექტი არის შემოტანილი პარლამეტში და სავარუდოდ მომდევნო სესიაზე განიხილავს პარლამენტი. დაჩქარებულ წესზეა მოთხოვნა, როგორც ვიცი. შესაძლებელია დაჩქარებული წესით განვიხილოთ კანონპროექტი. ამ ეტაპზე განიხილება რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროებისა და დასახელებების შეცვლის საკითხი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com