ახალი ამბები

ბოკერია: ქვეყანაში საერთო ფონი არის ძალადობრივი

10 ივლისი, 2013 • • 945
ბოკერია: ქვეყანაში საერთო ფონი არის ძალადობრივი

უშიშროების საბჭოს მდივნის განცახდებით, ივანიშვილის განცხადება  სწორ გზავნილს შეიცავს: 

 

“ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ–მინისტრის განცხადება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი ამ განცახდების შეიცავს სწორ გზავნილს. ვგულისხმობ იმ ნაწილს, სადაც პრემიერი საუბრობს იმაზე, რომ მისი და მისი გუნდის ამოცანა უნდა იყოს არა მარტო მათი პოლიტიკური გუნდის გამარჯვება, არამედ ზრუნვა იმაზე, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და თავისუფალი. მაგრამ მთავარი, როგორც ყოველთვის, არის ის, რა საქმე მოჰყვება ამ სიტყვებს. იმიტომ, რომ დღეს არსებული ვითარებით, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, არის აბსოლიტურად საპიროსპირო იმისა, რაზეც პრემიერ–მინისტრი თავის განცხადებაში საუბრობს. ჩვენ ადრეც ვიხილეთ პრემიერ–მინისტრის განცახდება იმაზე, რომ უნდა შეწყდეს თვითმმართველობის ორგანოების ხელში ჩაგდება ძალადობით, დაჭერის მუქარით, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ეს გრძელდება.”

 

გიგა ბოკერია, თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს: “მაგალითად, ბოლო მოვლენები თბილისის საკრებულოში. სამარცხვინო დაჭერა, გაშვება, ისევ დაჭერა. ამას შემდეგ მოჰყვა საკრებულოს ხელში ჩაგდება პრაქტიკულად “ქართული ოცნების” მიერ. ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა საპირისპირო ქმედება.”

 

უშიშრობის საბჭოს მდივნის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი, მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი, არის წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე:”ასევე, მთავარი ოპოზიციური ძალის ათობით სხვა წარმომადგენელი წინასწარი დაკავების საკანშია. უფრო მეტზე არის აღძრული საქმე და მათ აქვთ ბრალი წაყენებული. ათობით აქტივისტს პერმანენტულად კითხავენ. ეს ფონი არის შეუთავსებელი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან. ამის პარალელურად, როგორც ჩანს, იწყება ახალი ეტაპი დეპუტატებზე ზეწოლის საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩასაგდებად. იმ უმრავლესობის, რომლის მანდატიც “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლებისგან არ მიუღია.”

 

ბოკერია აცხადებს, რომ საერთო ფონი არის საკმაოდ ძალადობრივი ქვეყანაში:”ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებზე, უმცირესობების წინააღმდეგ. მოძალადეები კი საერთოდ არ ისჯებიან, ან ისჯებაინ სიმბოლურად. ამ ფონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება პრობლემატური, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს. მე ვიმედოვნებ, რომ ამ განცახდებას მოჰყვება რეალურად ამ კურსის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება საქმე ძალინ რთულ წინაასაარჩევო პროცესთან, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი