ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ქალი ვიცი ცრემლიანი” – ერევანში ოჯახში ძალადობაზე შეუსაბამო კანონპროექტს აკრიტიკებენ

23 ნოემბერი, 2017 • 2469
“ქალი ვიცი ცრემლიანი” – ერევანში ოჯახში ძალადობაზე შეუსაბამო კანონპროექტს აკრიტიკებენ

დღეს, 23 ნოემბერს, ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კოალიციამ “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” აქცია გამართა. აქციის მიზეზი ოჯახში ძალადობის კანონპროექტის ახალი სახელწოდება და მასში გამოყენებული ტერმინოლოგიაა.

“კანონპროექტი შეიცავს ისეთ ბუნდოვან ტერმინოლოგიას, როგორიცაა ოჯახში თანხმობის ატმოსფერო, ტრადიციული ღირებულებების დაცვა”, – ამბობს ზარა ჰოვანისიანი, კოალიციის ხელმძღვანელი.

“პრობლემატურია, რომ პროექტი თავისი არსით პიროვნების დაცვიდან ოჯახში სოლიდარობამდე მიდის”, – ამბობს ანაიტ სიმონიანი, კოალიციის წევრი.

კოალიცია “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” სომხეთის მთავრობას სთავაზობს დოკუმენტის სამართლებრივ ანალიზს და კანონპროექტის აქამდე არსებული სახელწოდების დაბრუნებას მოითხოვს.

2017 წლის 16 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი “ოჯახში ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პირთა დაცვის, ასევე, ოჯახში სოლიდარობის აღდგენის შესახებ”. ცვლილებები კანონპროექტში, მათ შორის ტერმინი “სოლიდარობა ოჯახში”, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა კრიტიკის შემდეგ შეიტანეს. მანამდე კანონპროექტის სახელწოდება იყო “ოჯახში ძალადობის შეჩერება და ოჯახში ძალადობისგან დაცვა” . დღესდღეობით სომხეთში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მიღებას. წლების წინ აღნიშნული კანონი სომხეთში სწორედ ამ საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მოსაზრების გამო არ მიიღეს.

“ვისაუბროთ კანონზე მათთან ერთად, ვინც ცოცხალი გადარჩა, განვიხილოთ სპეციალისტებთან”.

პლაკატები წარწერით: ვინაა შემდეგი? ტრადიცია არ არის კანონის უზენაესობის საფუძველი; ქალი ვიცით ცრემლიანი;

ნარინე დანიელიანი: 1978-2016; 2016 წელს ქმარმა მოკლა და მისი ცხედარი წყალში გადააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი