ახალი ამბები

ხუნ ხოსე ეჩანოვე: სოფლის მეურნეობის განვითარებით საქართველო დაიცავს სუვერენიტეტს

10 ივლისი, 2013 • • 1324
ხუნ ხოსე ეჩანოვე: სოფლის მეურნეობის განვითარებით საქართველო დაიცავს სუვერენიტეტს

ამის შესახებ ეჩანოვემ დღეს, “ევროპის სახლში” საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

 

“საქართველოში სიღარიბე სოფლად არის გავრცელებული. ქვეყანას, რომელსაც შემოაქვს ხორბალი, შეიძლება გახდეს მსხვერპლი. სოფლის მეურნეობის განვითარება არის ძალიან კარგი გზა, დაიცვათ სუვერენიტეტი და დაძლიოთ სიღარიბე” –განაცხადა ხუან ხოსე ეჩანოვემ.

 

მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 9 პროცენტია. ქვეყანაში ფერმერთა საერთო რაოდენობა 2,5 მილიონია. სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა წილი კი 55 პროცენტს შეადგენს. თითოეული ფერმერის მფლობელობა–კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთის საშუალო ფართობი 1 ჰექტარია. იმ ფერმერთა წილი, ვინც სურსათს პირადი მოხმარებისათვის აწარმოებს, 82 პროცენტია. ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტების წილი 80 პროცენტია.

 

რატომ  უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში? ხუან ხოსე ეჩანოვე ამბობს, რომ ამისთვის საქართველოს საკმაოდ ბევრი რესურსი აქვს:”ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება აჩქარებს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოში ბევრი ადამინია, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და აქვთ უმაღლესი განათლება. საქარველოს ნიადაგი არის ნაყოფიერი და მრავალფეროვანი. ეს არის კარგი აქტივი. საქართველოს ასევე აქვს კარგი საბაზრო პოტენციალი.”

 

ხუან ხოსე ეჩანოვეს განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 40 მილიონ ევროს დახარჯავს.

 

“ევროპის სახლში” გამართულ დისკუსიაში სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და “მერსი ქორფსის” წარმომადგენელი ირაკლი ქასრაშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სტრატიგია წარმოადგინა, ხოლო  “მერსი ქორფსის” წარმომადგენელმა სოფლის  მეურნეობის სექტორში კოოპერატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

  

ირაკლი ქასრაშვილის განცხადებით, საქართელოში ფერმერული მეურნეობების პრობლემას მაღალი საწარმოო ხარჯები, საირიგაციო სისტემის მოშლა, ფინანსების ნაკლებობა  და პროდუქციის რეალიზაციის სირთულე და დაბალი ფასი განაპირობებს. მისი თქმით, ამ პრობლებების დაძლევა კოოპეარტივების სისტემის შექმნით არის შესაძლებელი: 

 

“ფერმერულ მეურნეობებს გასავითაებლად კოოპერატივების შემდეგი სახეები უნდა ჩამოყალიბდეს: საწარმოო კოოპერატივი, საწარმოო მასალების მიმწოდებელი კოოპერატივი, ტექნიკით მომსახურების კოოპერატივი, პროდუქციის ერთობლივად მომსახურების კოოპერატივი, გადამამუშავებელი კოოპერატივი, მარკეტინგული კოოპერატივი, წყლის მომხმარებელთა ჯგუფი და ფერმერთა საკრედიტო კავშირი.”

 

“მერსი ქორფსის” წარმომადგენელის განმარტებით, პროცესი ამ მიმართულებით უფრო გააქტიურდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლემენტი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს დაამტკიცებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი