ახალი ამბები

ხიდაშელი: კბილაშვილთან არ მჭირდება მიკროფონით და ტრიბუნიდან საუბარი

10 ივლისი, 2013 • • 931
ხიდაშელი: კბილაშვილთან არ მჭირდება მიკროფონით და ტრიბუნიდან საუბარი
თინა ხიდაშელის თქმით, მერვე მოწვევის პარლამენტში არც ერთი თანამდებობის პირის დაბარება არ წარმოადგენს პრობლემას:
 
 
“მთავარი პროკურორის დაბარება ასე არ ხდება. ამიტომ უმცირესობის წევრებს მიეთითათ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედონ. იმედი მაქვს, ამას მაინც არავინ დაგვაბრალებს. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში არც ერთი თანამდებობის პირის მოსვლის პრობლემა არ არის. მათ შორის, უმცირესობასთან შეხვედრაც. ყველა ყოველთვის მოდის პარლამენტში და კითხევს პასუხებს სცემს.”
 
 
მისივე თქმით, მთავარ პროკურორთან მიკროფონით საუბარი არ ჭირდება:
 
 
„მე არჩილ კბილაშვილთან არ მჭირდება მიკროფონით და ტრიბუნიდან საუბარი, არჩილ კბილაშვილს კანონი არ დაურღვევია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომელსაც უმცირესობა უსინდისოდ იყენებს, წერია შავით თეთრზე, რომ აი, ეს გამონაკლისია, რომლის გამოყენებაც შეუძლია პროკურორს. ბედუკაძე არ იყო მსჯავრდებული პირი და ამ შემთხვევაში კბილაშვილს კანონი არ დაურღვევია. მეც და ჩემს კოლეგებსაც უმრავლესობაში ერთი პრობლემა გვქონდა, მე ვთვლი, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ამას არაფერი კავშირი აქვს კანონიერება-უკანონობასთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი