ახალი ამბები

“რეგიონში წითელა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება”

10 ივლისი, 2013 • 1469
“რეგიონში წითელა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება”

“2013 წლის იანვრიდან ივნისამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ მიიღო ინფორმაცია წითელას 14000-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. ამ შემთხვევების უმრავლესობა დარეგისტრირებულია აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.”

 

აღნიშნული ეპიდაფეთქების მასშტაბების გათვალისწინებით, ჯანმოს რეკომენდაციაა, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფომ კოორდინირებულად და უწყვეტად უნდა გაატაროს წითელას პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი ზომები.

 

შესაბამისად, კავკასიასა და თურქეთში  წითელას აპიდაფეთქების პრევენციის და კონტროლის შესახებ საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით ორდღიანი ღონისძიება ტარდება. 


შეხვედრის პირველ დღეს მხარებმა განიხილეს წითელას ეპიდაფეთქების  შეჩერებისა და შემდეგომში მისი გავრცელების პრევენციის საკითხები.

 

ვინაიდან ეპიდაფეთქებების დროს ყურადღება მახვილდება გეგმიური იმუნიზაციის გაძლიერების აუცილებლობაზე და იმ ფაქტზე, რომ საჭიროა დამატებითი რესურსების ინვესტირება მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მოცვის კუთხით, ამ კუთხით წლის ბოლოდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

 

“გეგმიური იმუნიზაციის გაძლიერების ღონისძიებები დაიგეგმება, ასევე, დამატებითი მასობრივი კამპანიის განხორციელების ღონისძიებები. კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება უკვე ხვალ დარსულდება. ძირითადად, საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება მოხდება, ვიანიდან ეპიდაფეთქების ძირითადი მიზეზი არის სწორედ გეგმიურ იმუნიზაციის მოცვის შემცირება, მშობლებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის გეგმიური იმუნიზაციის მნიშვნელობა  და, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გვექნება მასობრივი იმუნიზაციის ჩატარების რეკომენდაცია,- ამბობს მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით წითელას შემთხვევების რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა.


“თებერვლიდან მოყოლებული წითელათი ავადობის რიცხვის ზრდა აღინიშნება საქართველოში, მაგრამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა და ახალი შემთხვევების შემცირების ტენდენცაა,”- ამბობს გამყრელიძე. 

მისივე განამარტებით, თუ წითელას შემთხვევები დავთაპირველად კონცენტრირებული იყო თბილისში, მარტიდან მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, თუმცა, 50%-ზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი