ანონსი – 23 ნოემბერი

გთავაზობთ, ხვალ, 23 ნოემბერს, დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

ხვალ, 23 ნოემბერს ,10:00 საათზე- თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება სასამართლო სხდომა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების თაობაზე. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულდა წინასაექსტრადაციო პერიოდი.
საკონტაქტო პირი: ვახტანგ კვიჟინაძე 577980314

ხვალ, 23 ნოემბერს,  14 :00 საათზე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციას გამართავს არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროსოთახი)

ხვალ, 23 ნოემბერს, 17:00 საათზე –  აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა – „ჩვენი აფხაზეთი“. თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან