უშიშროების საბჭოს მდივანი: თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას შევისწავლით და გავაანალიზებთ

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი გამოეხმაურა თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას.

“დღევანდელი მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური ტრაგედიაა: მოკლულია
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგომი კიდევ ერთი ჯარისკაცი,
არიან დაჭრილები და დაშავებულები; ჩვენ შევისწავლით და გავაანალიზებთ მომხდარს, როგორც უსაფრთხოების სისტემის კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 1 სპეცრაზმელი და დაჭრილია 4, ასევე, მოკლულია სამი პირი, რომლებიც, სუს-ის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და დაკავებულია ერთი.

უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, თავდაპირველად სუსი აცხადებდა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებრივი დაჯგუფება იყო, თუმცა მოგვიანებით ეს აღარ დაუკონკრეტებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი