ახალი ამბები

გომელაური: მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვნებთან

22 ნოემბერი, 2017 • 2416
გომელაური: მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვნებთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს, 22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და ძალოვნებთან 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ.

ვახტანგ გომელაური არ აკონრეტებს, თუ როემლი ქვვეყნის მოქალაქეები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ან რომელ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ისინი.

“თუ შევხედავთ დღევანდელ დღეს, რაც მოხდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს დღეს საქართველოში, ამხელა, თითქმის 18- საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან,”- განაცხადა გომელაურმა.
22.11.17 კონტრტერორისტული ოპერაცია თბილისში. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE
მანვე განმარტა, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო სპეცოპერაციას:
“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ასე, ასეთი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები… მინდა ხაზი გავუსვა, იყო კითხვები, რატომ გაგრძელდა ამდენ ხანს, 18, 19, 20 საათი. ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ, პირველ რიგში, მოქალაქეები, მერე- ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. აქედან გამომდინარე იყო ეს ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო. ასევე, იყო საფრთხე, რომ მძევლები აეყვანათ, სერიოზული დაჯგუფება იყო… გამოძიების ინტერესების გამო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რომელი დაჯგუფების წევრები არიან, რა ქვეყნის მოქალაქეები არიან,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით. სუსი ვერ გააკონტროლებდა, თუ სად ჩაატარებდნენ სპეცოპერაციას:
“ამაზე ვერ დავკონკრეტდები, სპეციფიკური მუშაობა მიდიოდა. კორპუსში მოხდებოდა, კინოთეატრში თუ სხგვაგან, ჩვენ არ შეგვიძილია ამის მართვა, სამწუხაროდ,”- გამანაცხადა მან.
მისივე თქმით, უყურადღებოდ არ ტოვებენ არცერთ ზარს, სმს-ს თუ  ფეისბუკით გავრცელებულ ინფორმაციას:
“მე მინდა ხაზი გავუსვა, ფეისბუქზე იქნება მუქარა ამა თუ იმ მიმართულებით, ყველა იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და ყველას მოვუდგებით სერიოზულად, ყველა შემოსულ ზარს და სმს-ს,”- განაცხადა გომელაურმა. 
22.11.17 კონტრტერორისტული ოპერაცია თბილისში. ფოტო: EPA/ZURAB KURTSIKIDZE

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი, ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს ორი თანამშრომელი. მათივე ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი მოკლულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი