ახალი ამბები

არჩილ კბილაშვილი შესაძლოა პარლამენტში დაიბარონ

10 ივლისი, 2013 • • 962
არჩილ კბილაშვილი შესაძლოა პარლამენტში დაიბარონ

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას ბედუკაძის საქმეზე უსამართლოს უწოდებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ციხეებში მომხდარი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიების არასწორად მიმდინარეობაზე მიუთითებს, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია კბილაშვილის პარლამენტში მისვლას მოითხოვს: 

 

„გამოძიება მიდის არასწორად და არ ცემს ყველა შეკითხვას პასუხს. ჩვენი შემოთავაზება იგივეა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. კბილაშვილის განცხადებამ ბევრი კითხვის ნიშანი გაგვიჩინა. თურმე ეს კადრები ერთი წლის წინ კონკრეტულ ადამიანებს უკვე ჰქონდათ. საინტერესოა, ვინ გადაიხადა ფული ამ კადრებისთვის?” – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე.

 

მთავარ პროკურორთან კითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს.

 

“თუ მთავარი პროკურორი პარლამენტში მოვა, რა თქმა უნდა, კითხვები ჩვენც გვექნება. ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის კუთხით და, ბუნებრივია, რომ გვაქვს კითხვები,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური.

მასალების გადაბეჭდვის წესი