ახალი ამბები

თბილისში სპეცოპერაციის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა

22 ნოემბერი, 2017 • 2248
თბილისში სპეცოპერაციის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა

ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა და ცეცხლი გაჩნდა.

იქედან გამომდინარე, რომ მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს შემოღობილი, შეუძლებელია დადგენა, თუ რა აფეთქდა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სამმა ბრიგადამ დატოვა აღნიშნული ტერიტორია, რის შემდეგაც კვლავ შევიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები.

სპეცოპერაცია, რომელიც გუშინ, 21 ნოემბერს, ღამით დაიწყო ამ წუთებშიც [16:52] გრძელდება, პერიოდულად ისმის სროლის ხმაც. დღეს, 22 ნოემბერს სპეცრაზმის დამატებითი ძალებიც შეიყვანეს. სამართალდამცველები ცდილობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსის ბინა, სადაც გამაგრებული არიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები, შტურმით აიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი