“დინამო არენასთან” დაკავებულების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 10 ივლისს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს “დინამო არენასთან” დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამართული აქციისას დააკავეს, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე გადაწყვეტილებას ხვალ, 10 ივლისს, 17 საათზე გამოაცხადებს. 

 

ადმინისტრაციული წესით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამი პირი – დავით გოგოხია, ლაშა რუხაია და ირაკლი ჩხვირკაიაა ბრალდებული. 8 ივლისს სასამართლო პროცესი იმის გამო გადადიდო, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

 

 

ფოტო: ნეტგაზეთი კატო კოპალეიშვილი

9 ივლისს, 16 საათზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებად 7 ივლისს “დინამო არენასთან” განვითარებულ პროცესებზე ტელეკომპანია “რუსთავი2” –ის მიერ გადაღებული კადრები წარმოადგინა. ბრალდების მხარემ ასევე დააყენა შუამდგომლობა და პატრულის თანამშრომლის გიორგი შარაშენიძის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან აღნიშნული პიროვნება 8 ივლისის სასამართლო პროცესს ესწრებოდა, თუმცა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოსვლა არ მოუთხოვია.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილ ვიდეომასალაზე დაყრდნობით ლაშა რუხაიასთვის და დავით გოგოხიასთვის 15 დღით, ხოლო ირაკლი ჩხვირკაიასთვის 20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მოითხოვა. ბრალდების მხარე “დინამო არენაზე” დაკავებულებს სამოქალაქო კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლის დარღვევაში ედავება.

 

ფოტო:ნეტგაზეთი, კატო კოპალეიშვილი
ფოტო:ნეტგაზეთი, კატო კოპალეიშვილი

დაცვის მხარის ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებად არადამეჯერებელი არგუმენტები წარმოადგინა: “ბრალდების მხარემ ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. მათ წარმოადგინეს ვიდეოჩანაწერი, სადაც არაფერი არ ჩანს. უბრალოდ ხმა ისმის, არ ჩანს, ვინ იგინება. არაფრით არ დასტურდება, რომ რაიმე სახის შემხებლობაშია ეს სამი პიროვნება ამ გინებასთან. მოვლენები ხდება სტადიონთან და აბსოლიტურად გაუგებარია, რატომ შეიძლება მივაწეროთ ეს შეგინების ხმა ამ ადამინებს, როცა იქ იგინებოდა მთელი სტადიონი. ვიღაცას მოსწონდა ეს ანგარიში, ვიღაცას არა. მოსამართლეს სჭირდება კიდევ ერთხელ შეისწავლოს ეს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს. ჩვენ წარმოვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები სასამართლოში. სადაც კარგად ჩანს, რომ იარკლი ჩხვირკია პატრულს ეუბნება, რომ კანონის რომელი მუხლი დაარღვია და თუ ასეთი არსებობს, თავად ჩაუჯდება მანქანაში.”    

 

7 ივლისს “დინამო არენაზე”  თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. რომელიც დასრულდა ანგარიშით 1:1. მატჩის პარალელურად სტადიონის გასასვლელთან აქციას მართავდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” წარმოამდგენლები, მათი პროტესტი თამაშზე რუსეთის დუმის წარმომადგენლების ყოფნამ გამოიწვია.  სამართალდამცველებმა სწორედ ამ ორგანიზაციის 3 წარმომადგენელი- ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია დააკავეს. ისინი ამ დროისათვის გათავისუფლებული არიან.

 

ფოტო: ნეტგაზეთი კატო კოპალეიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი