ახალი ამბები

სოზარ სუბარი: მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამისთვის ყველაფერი კეთდება

22 ნოემბერი, 2017 • 1613
სოზარ სუბარი: მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამისთვის ყველაფერი კეთდება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს, 22 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას მთავარობა აკეთებს ყველაფერს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს.

ამ სპეცოპერაციასთან დაავშირებით სუბარს არცერთ დამატებით დეტალზე არ უსაუბრია. მან განაცხადა რომ განცხადებებს შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ.

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არცერთი მოქალაქე არ დაზიანდეს… სპეცოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად რა ახალი დეტალიც იქნება, იმაზე შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განცხადებას.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალების ლაპარაკი, თუ როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ამიტომ გეუბნებით ერთს, რომ მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე, ამისთვის კეთდება ყველაფერი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.


სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი