ახალი ამბები

იან კელი სპეცოპერაციაზე: გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება

22 ნოემბერი, 2017 • 1821
იან კელი სპეცოპერაციაზე: გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს, რომელიც დღეს, 22 ნოემბერს, თბილისში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.

“ყყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ იქ გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია. აქ ორი საკითხია ხასგასასმელი: პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება, მეორე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას,”- განაცხადა იან კელიმ (რუსთავი 2-ის თარგმანი).

ჟურალისტებთან ეს განცხადება იან კელიმ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სპეცოპერაცია თბილისში 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი