ახალი ამბები

წულუკიანი: კბილაშვილის გათავისუფლება დღის წესრგიში არ დგას

9 ივლისი, 2013 • 941
წულუკიანი: კბილაშვილის გათავისუფლება დღის წესრგიში არ დგას

თეა წულუკიანის განცხადებით, რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღები პირის ადგილას, ვლადიმერ ბედუკაძეს პირობით საჯელს მაიცნ მისცემდა.

 

“მე რომ ვყოფილიყავი იმ წამში გადაწყვეტილების მიმღები პირი, რა თქმა უნდა, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც მაინ მიიღო, შევამცირებდი, თუნდაც პირობითი სასჯელით,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს მოსამართლის მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების გადახედვის საკითხში დიდი გასაქანი არ აქვს. წულუკიანის თქმით, მთავარმა პროკურატურამ ერთნაირად უნდა იზრუნოს, სწორი გზავნილები გაუგზავნოს იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ და იმათაც, ვინც სასჯელარსრულების დაწესებულებებში მუშაობენ.

 

“დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გააჩინოს რაღაცა ტიპის გადაწყვეტილებებმა. პროკურატურა როდესაც ცდილობს, რომ სწორი მესიჯები გაუგზავნოს იმათ, ვინც თანამშრომლობს, აგრეთვე უნდა იზრუნოს, სწორი მესიჯები გაუგზვნოს მომავალ მუშაკებს სასჯელაღსრულების თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურების,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 შეკითხვას, ხომ არ შეიძლება კბილაშვილი გათავისუფლდეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, რადგან მთავარი პროკურორის კანდიდატურის წარდგენის უფლება იუსტიციის მინისტრს აქვს, წულუკიანმა უპასუხა, რომ “ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში არ დგას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი