შსს: დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომში 44 წლის მამაკაცი დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

პოლიციის ინფორმაციით, კ.მ-მ მეუღლეს, 42 წლის მ.მ-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი