ახალი ამბები

კბილაშვილი: გვქონდა მსჯელობა, ხომ არ წამოგვეღო მიქაუტაძის საქმე მთავარ პროკურატურაში

9 ივლისი, 2013 • • 917
კბილაშვილი: გვქონდა მსჯელობა, ხომ არ წამოგვეღო მიქაუტაძის საქმე მთავარ პროკურატურაში

 

როგორც კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იყო იდეა, რომ ეს საქმე გამოსაძიებლად  პროკურატურას გადასცემოდა, თუმცა შს მინისტრის პრინციპული პოზიციის საფუძველზე საქმე შსს–ს დარჩა:

 

“ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ხომ არ წამოგვეღო ეს საქმე მთავარ პროკურატურაში, მაგრამ შს მინისტრის პირადი პოზიცია არის, რომ ის, როგორც მოქალაქე, ადამიანი და მინისტრი თვლის, რომ ეს მისი და მისი უწყების ღირსების საქმეა, რომ აბსოლუტურად იქნეს თავიდან ბოლომდე გამოძიებული. არანაირი შემაფერხებელი, რომ სიმართლე ითქვას ამ საქმეში, არ არის. მინისტრს ადრეც უთქვამს და გუშინაც თქვა, რომ როდესაც საჭირო გახდა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი მოადგილე ყოფილიყო დაკავებულიო. ის თვლის, რომ არანაირი გარემოება არ გახდება შემაფერხებელი, რომ ეს საქმე იყოს ობიექტურად გამოძიებული. გამოძიება იქნება მაქსიმალურად გახსნილი და ინფორმაცია მიეწოდება ყველა დაინტერესებულ პირს და გამოქვეყნდება. მისი თხოვნის გათვალისიწნებით ეს დარჩა გენერალურ ინსპექციაში, თუმცა მთავარი პროკურატურა გამოძიების ზედამხედველობას მაინც ახორციელბს, ასე რომ, თანამშრომლობის სინთეზი არსებობს. წინასწარ არ შევუდგებით პროგნოზს, მაგრამ გამოძიება იქნება მიუკერძოებელი. დღეს ველით ექსპერტიზის დასკვნას და ამის, ასევე, სხვა ჩვენებების მიხედვით, დადგება საბოლოო შედეგი, ვფიქრობთ, ძალიან მალე, რადგან ამ საქმის გაჭიანურება არავის ინტერესში არ შედის”, – განაცხადა კბილაშვილმა და მიქაუტაძის ოჯახს მიუსამძიმრა:

 

“წუხილი მინდა გამოვხატო მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს. ეს არის ძლიან სამწუხარო ფაქტი. თვითოეული ჩვენგანი შეგვძრა ამ ადამიანის გარდაცვალებამ. გუშინ, გვიან ღამემდე შს მინისტრთან ერთად ვისხედით და ვმსჯელობდით ამ ფაქტის შესახებ და ჩვენი წუხილი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანის შესახებ მხოლოდ დადებითის მოსმენა მოგვიხდა. ძალიან ცუდია, როცა ადამიანი კვდება, მაგრამ უფრო ცუდია, როდესაც იგებ, რომ კარგი და ღირსეული მოქალაქე გარდაიცვლება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი