ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტი წლის ბოლოდან თბილისშიც იმუშავებს

9 ივლისი, 2013 • • 888
უსუფაშვილი: პარლამენტი წლის ბოლოდან თბილისშიც იმუშავებს

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტი წლის ბოლოდან თბილისშიც იმუშავებს. მისივე თქმით, პარლამენტის ადგილმდებარეობა კონსიტიტუციით არ იქნება განსაზღვრული:

 

“პარლამენტმა შეიძლება იმუშაოს თბილისში, ქუთაისშიც და სხვაგანაც, თუ ამას გადაწყვეტს. პარლამენტის მუშაობაში ჩვენ არ უნდა დავინახოთ მხოლოდ პლენარული სხდომები, არის საკომიტეტო მუშაობა, არის კომიტეტების გასვლითი სხდომები. ეს შენობა დარჩება პარლამენტის გამგებლობაში და ჩვენ შესაძლოა აქაც ვიმუშაოთ. ასე რომ, პარლამენტი წლის ბოლოდან თბილისშიც იმუშავებს”.

 

უსუფაშვილის განმარტებით, თბილისში პარლამენტის შენობის აღჭურვა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს:

 

“თბილისში პარლამენტის ძველი შენობის რემონტი და აღჭურვა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. წლის ბოლომდე შენობა მზად იქნება, რომ პარლამენტმა იქ იმუშაოს, რაც შეეხება პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, საშემოდგომო სესიის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული იქნება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი