ახალი ამბები

გამოიძია თუ არა პრემიერის ძმისშვილის საქმე პროკურატურამ

9 ივლისი, 2013 • • 1259
გამოიძია თუ არა პრემიერის ძმისშვილის საქმე პროკურატურამ

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს:

 

“მე ამ თემაზე რაიმე წერილობითი განმარტება არ მიმიღია. ზეპირი განმარტება რაც მივიღე, მას ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან საქმე ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უფრო დეტალებში ვერ ჩავალ. ბოდიშს ვიხდი.”

 

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საჯარო მოხელეების მოსყიდვის მცდელობაა ასახული. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საჯარო მოხელეების მოსყიდვის საქმეში კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი მონაწილეობდა.

 

24 სექტქმბერს ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას “კავკასიის” ეთერით უპასუხა. მისი თქმით, საკითხი, რომ მის ძმიშვილს ავალებს  ვინმეს მოსყიდვას, აბსურდია:

 

“იქ ჩემი ძმისშვილი ჩაურთავთ, ის ჩვეულებრივი ბიჭია, ძალიან კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მაგრამ იმდენად არასერიოზულია თვითონ, რომ მე მას ვერც ერთი სამსახური ვერ მივეცი და ვერ ვანდე მას და ახლა უეცრად, თურმე ფულის დარიგება და კოალიციის მოსყიდვა დავავალე, ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ძალიან კი მიყვარს, ჩემი ძმისშვილია, მაგრამ არასერიოზულია ძალიან, მაგრამ ვერც ერთ სამსახურში ვერ გავაჩერე, ბოლო სამსახურიდანაც რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ცრუობს, შესაბამისად, კომპრომატები, რომ თურმე ჩემს ძმისშვილს ვავალებ, რომ როგორმე პოლიციელები მოისყიდოს და ფულები დაურიგოს, ნუ ეს აბსურდია… ჩვენ არავის მოსყიდვას არ ვაპირებთ, არაფერი ამის მსგავსი არ ხდება ჩვენთან”, –განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი