ახალი ამბები

TI–ს კვლევა: ქრთამის გადახდის მიზეზად 64% მადლიერებას ასახელებს

9 ივლისი, 2013 • 1698
TI–ს კვლევა: ქრთამის გადახდის მიზეზად 64% მადლიერებას ასახელებს

გამოკითხულ რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ, ჰქონიათ თუ არა შეხება ჩამოთვლილ ორგანიზაციებთან და გადაუხდიათ თუ არა ქრთამი.

 

ქრთამის მიცემის ყველაზე დიდი მაჩვენებელი მიწის რეგისტრაციისას, ასევე, პოლიციასთან  ურთიერთობისას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას დაფიქსირდა.

 

მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში 11%–ს აღნიშნული მომსახურება დასჭირდა და 7%–მა მომსახურებისთვის ქრთამი გადაიხადა.

 

პოლიციასთან შეხება ჰქონია გამოკითხულთა 7%–ს ხოლო ქრთამი 5%–მა გადაიხადა.

 

რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, 54%–ს დასჭირვებია სამედიცინო მომსახურება, 5%–მა კი გადაიხადა ქრთამი.

 

ქრთამის გადახდის მიზეზად გამოკითხულთა 64% მადლიერებას ასახელებს, 18% ქრთამს იმის გამო იხდის, რომ მომსახურების მიღების ერთადერთ გზას ქრთამის მიცემაში ხედავს, 14%–მა ქრთამი საქმის დაჩქარებისთვის გადაიხადა, ხოლო 3%–მა ქრთამის გადახდის შედეგად მომსახურება უფრო იაფად მიიღო.

 

პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში, საქართველოში 1000 მოქალაქე გამოიკითხა.

 

გლობალური კორუფციის ბარომეტრი „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სამდივნოს მიერ ხორციელდება. კვლევა ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე დამოკიდებულებებს იკვლევს

მასალების გადაბეჭდვის წესი