ახალი ამბები

უსუფაშვილს მიქაუტაძის საქმეზე ბევრი კითხვა აქვს

9 ივლისი, 2013 • • 974
უსუფაშვილს მიქაუტაძის საქმეზე ბევრი კითხვა აქვს

“ის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ეხება მოქალაქის გარდაცვალებას იმ ვითარებაში, როცა გამოძიების პროცესია და მომხდარი თვითმკვლელობაზე მიანიშნებს, მეც გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. პასუხები ჯერ არ მაქვს და მეც დიდი ინტერესით ველოდები გამოძიების დასრულებას.  ფაქტები დღეისთვის ცნობილი გახდა სხვადასხვა წყაროებიდან. ადვოკატები საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, ეს ყველაფერი თუ სიმართლეს შეეფერება, მგონი, კითხვები კიდევ უფრო მეტია, მაგრამ დასკვნებისგან და ვარაუდებისგან მე პირადად თავს შევიკავებდი.”

 

უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პრონციპულობა გამოიჩინონ: “ბოდიშის მოხდით, მაგრამ მაინც მივმართავდი ჩემს ყოფილ კოლეგებს არასამთავრობო სექტორიდან, რომ ასეთ სერიოზულ საკითხებზე პრინციპულობა და პრინციპული პოზიციის დაკავება არ ნიშნავს რაც შეიძლება მეტი წინასწარი ვარაუდის გამოთქმას.  პრინციპულობა ნიშნავს საკითხის ბოლომდე მიყოლას, კითხვების რაც შეიძლება მეტად, მკაფიოდ და კვალიფიციურად დასმას და ამასთანავე, რაც შეიძლება მეტად თავის შეკავებას წინასწარი ვარაუდებისგან და დასკვნებისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასმულ კითხვებს ჰქონდეს სათანადო წონა და სათანადო ავტორიტეტი.”

 

უსუფაშვილის ამბობს, რომ დასმულ კითხვებს უერთდება, ხოლო გამოთქმული ვარაუდებისგან და წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს და სხვებსაც იგივეს მოუწოდებს:

 

“ყველა ასე მოვიქცეთ, ვისაც საქმის ინტერესი გვაქვს და გვინდა ბოლომდე გავარკვიოთ ეს საქმე. ამასობაში თუ გავიდა 1 კვირა, 3 კვირა, თვე და არავინ დამაჯერებელ პასუხს არ გვეუბნება, აი, მერე დგება დრო ვარაუდების. თუ დანიშნულია ექსპერტიზა, მაშინ ალბათ სჯობს თავი შევიკავოთ პირადი დასკვნებისგან, ესა თუ ეს დაზიანება სხეულზე შესაძლებელია თუ არა მიყენებული იყოს იქიდან და აქედან. ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ მინდა რაც შეიძლება სერიოზული წონა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მრიდან დასმულ კითხებს. იმიტომ, რომ თუ ამ კითხვებმა წონა და ავტორიტეტი დაკარგა, მაშინ ამითი იხეირებენ ბოროტმოქმედები, რომლებიც შესაძლოა კვლავაც არიან მოკალათბული ბევრგან და მათ შორის პოლიციის ორგანოებში. ამ კონტექსტში ვამბობ მხოლოდ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი