ახალი ამბები

უსუფაშვილი ბედუკაძის გათავისუფლებას მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებად აფასებს

9 ივლისი, 2013 • • 962
უსუფაშვილი ბედუკაძის გათავისუფლებას მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებად აფასებს

დავით უსუფაშვილის თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კანონიერი და უკანონო გადაწყვეტილება:

 

“ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ რამდენჯერაც რომელიმე მოსამართლის ან პროკუროორის გადაწყვეტილება არ მოგვეწონება, ისინი რომ გავათავისუფლოთ, სად მივალთ? უნდა გავმიჯნოთ უკანონო გადაწყვეტილება და კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც შესაძლოა აღმოაჩნდეს განსხვავებული ხედვა სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ მოქალაქეს.”

 

მისივე განმარტებით, მთავარ პროკურორს კანონი არ დაურღვევია:

 

“ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და ამის მტკიცებულება არის ის, რომ შაუამდგომლობა დაამტკიცა მოსამართლემ, ვის გადაწყვეტილებასაც აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, კანონიერია თუ არა. მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქრო, რომ მისი გადაწყვეტილება იყო უკანონო. კოალიციაში ვერ ვიხსნებ ვინმეს ეთქვას, რომ ეს იყო სწორი გადწყვეტილება. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტიელება არ არის მიზანშეწონილი. მოსაზრებები შეგვიძლია ხმამაღლა გამოვთქვათ, მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი