ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა

21 ნოემბერი, 2017 • 2112
ლარი დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთდღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.70 თეთრი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.68 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.17 ლარია.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო.  საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი