ახალი ამბები

დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესია დანიშნა

9 ივლისი, 2013 • • 929
დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესია დანიშნა

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მან პრეზიდენტს გუშინ მიმართა:

 

“გუშინ მივმართე პრეზიდენტს და ველით ხვალ, 12 საათისთვის მისგან ნებართვას. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის, მაშინ პარლამენტი ხვალ თვითონ შეიკრიბება და გავხსნით სესიას. რიგგარეშე სესია სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისამდე გაგრძელდება.”

 

დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და საარჩევნო კოდექსს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განიხილავს: 

 

“ერთი კანონპროექტი, რომლიც ახლა შემოვიდა, ეს არის ცვლილებები საარჩევნო კოდექაში. აქ მე მიმნდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენ თავი შევიკავეთ საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური ცვლილებებისგან. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისათვის, რომ არჩევნების წინ არ მომხდარიყო რაიმე სერიოზული ცვლილება თამაშის წესებში”

 

უსუფაშვილის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქმედი კანონმდებლობა სხვადასხვა მიმართულებით დახვეწას არ საჭირობს:”მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა ამ ცვლილებებზე ვიმსჯელოთ საშემოდგომო სესიაზე.”

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი ამომრჩეველთა სიებზეც გააკეთა. მისი თქმით, საჯარო რეესტრი და იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ინტენსიურად ამ საკითხებზე:”რისთვისაც წინა ხელისუფლების პირობებში 5–6 წელი იყო საჭირო მოსახლეობის აღწერისათვის, ეს პროცესი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და ადგილობრივი არჩევნებისთვის გვექნება გამართული სიები”.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი