ახალი ამბები

სანდრო ბარამიძე: მიქაუტაძის საქმეზე კითხვები მეც მაქვს

9 ივლისი, 2013 • 1073
სანდრო ბარამიძე: მიქაუტაძის საქმეზე კითხვები მეც მაქვს

“მიქაუტაძის საქმეზე, ისევე როგორც საზოგადოებას, მეც გამაჩნია გარკვეული კითხვები. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა გამოძების მხირდან. ის, რომ ადამიანი გამოდის დაკითხვიდან და მერე ხდება ის, რაც მოხდა, ჯერ დადგენილი არ არის მკვლევლობა და თუ თვითმკვლელობა, ეს არის მთავარი შეკითხვა, თუ რატომ. ამ კითხვას უნდა გაეცეს, ცხადა, პასუხი,”- განაცხადა სანდრო ბარამიძემ დღეს, 9 ივლისს. 

 

ოჯახი აცხადებს, რომ მამუკა მიქაუტაძე პოლიციაში დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ცოლს განუცხადა, რომ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს გამოძიებისთვის და ამ სიცრუით ის ვერ იცხოვრებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

 

გამომიძებლები 8 ივლისს, გვიან ღამემდე სახლში კითხავდნენ მიქაუტაძის ცოლს, დაკითხვას ესწრებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები.

 

დღეს, 9 ივლისს, ცნობილი გახდება დამოუკიდებელი ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა, რომელიც გარდაცვლილს ჩაუტარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი