ახალი ამბები

პარლამენტში დავით უსუფაშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს

9 ივლისი, 2013 • • 935
პარლამენტში დავით უსუფაშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს

პრესკონფერენციის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრთან მისი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეხევედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო:

“ნაყოფიერი შეხვედრა იყო საკმაოდ. საკონსტიტუციო კომისიის შექმნა გადაწყდა, ამით დაიწყება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უკავშირდება ქვეყნისთვის მყარი საკონსტიტუციო საფუძვლის შექმნას. ამჟამად ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენ სექტემბერში ვიმსჯელებთ.”

გარდა ამისა, უსუფაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის”ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპარლამენტო მუშაობის განახლებაზე ისაუბრეს.

“საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მეტად სადუსკუსიო თემა, რომელსაც ბევრი განხილვა მიეძღვნა, შრომის კოდექსი მივიღეთ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა ბოლო დღეს მოაწერა კანონს ხელი. როგორც ჩანს, ფიქრობდა ვეტოს გამოყენებაზე, ამაზე მიუთითებს ის, რომ გააჭიანურა ხელის მოწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება ყველა მოქალაქეს. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ შრომის კოდექსამდე არ მისულა იმიტომ, რომ უმუშევარია, მაგრამ სწორედ უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად არის საჭირო დაბალანსებული შრომის კოდექსი. ამ პროცესში ბევრი მხარე იყო ჩართული და ვფიქრობ, ოპტიმალური კანონი მივიღეთ, თუმცა, თუ დრო აჩვენებს, რომ კოდექსი რომელიმე მხარეს იხრება, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე,”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი