ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებაზე

9 ივლისი, 2013 • 956
ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებაზე

“წინა ხელისუფლების დროს ეს გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ამაზე დასკვნების გაკეთება მოგვიანებით შეგვეძლება. არ იქნა დროულად გამოძიებული ცხელ კვალზე. ძალიან რთული იყო და რთული გახდა ამ ფაქტის დროულად გამოძიება. მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიძიებთ. არავითარ საჭიროებას ვერ ხვედავ, რომ ეს საქმე პროკურატურას გადაეცეს, არ არსებობს.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ნაპოვნი გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები ისევ გამოძიების მოლოდინში არიან.

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა გასული წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

 

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში ამ თემის კომენტირებისას თქვა, განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ბავშვის გარდაცვალების გარემოებები, ნაჩქარევი იყო. 

 

“სამწუხაროდ, ამ უბედური შემთხვევიდან არ მოხდა სწრაფი რეაგირება, არ მოხდა საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, რამაც გამოძიება ამ ეტაპისთვის მიიყვანა ჩიხში. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილია სერიოზული გარემოებები, ამიტომ მე ჯერ თავს შევიკავებ და არ გავაკეთებ დამატებით კომენტარს,”- განაცხადა მაშინ მინისტრმა.

 

10 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მოგვიანებით ბავშვის ოჯახსაც შეხვდა და როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.

 

როგორც ბავშვის დეიდამ, დალი მექერიშვილმა მაშჲნ ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, მათ თავად მიმართეს შსს-ს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ ღარიბაშვილთან შეხვედრას საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი