ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საგანმანათლებლო კურსი “ოჯახი” შესაძლოა ოსურ სკოლებშიც შეიტანონ

21 ნოემბერი, 2017 • 2123
საგანმანათლებლო კურსი “ოჯახი” შესაძლოა ოსურ სკოლებშიც შეიტანონ

რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბავშვთა დაცვის საკითხებში მომუშავე ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ბავშვთა საკითხებში, გულნარა კოზაევა ამბობს,  საუბარია საგანმანათლებლო კურსზე “ოჯახი”, რომლის სამუშაო ჯგუფშიც იგი რუსულმა მხარემ შეიყვანა.

“რუსეთის რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამჟამად უკვე იგეგმება საგანმანათლებლო კურსი “ოჯახი”, ოჯახის ინსტიტუტისა და ტრადიციული ფასეულობების გასამყარებლად”,  – ამბობს კოზაევა.

გარდა ამისა, როგორც სააგენტო რეს-ი წეს, რუსულმა და ოსურმა მხარეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში სხვა საკითხებზეც იმსჯელეს და რუსული მხარე მზადაა, ოსურ სკოლებს მეთოდოლოგიური ხასიათის დახმარება აღმოუჩინოს .

მასალების გადაბეჭდვის წესი