ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ის რეფორმები, რაც დღემდე გავატარეთ, მთლად საკმარისი არ არის

9 ივლისი, 2013 • • 1031
ღარიბაშვილი: ის რეფორმები, რაც  დღემდე გავატარეთ, მთლად საკმარისი არ არის

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზემოხსენებული პროგრამა, რომელიც უწყებაში დასასაქმებლად სტუდენტების შერჩევას ითვალისწინებდა, 2013 წლის იანვrის თვეში დაიწყო და მაისში დასრულდა. სამინისტრომ დაახლოებით 500 სტუდენტის მონაცემები განიხილა, რომელთაგან 30–ს გამოსაცდელი ვადით დაასაქმებს, ხოლო 110–ს სტაჟიორად აიყვანს.

“ასე უნდა მოხდეს სისტემის გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება. მთელი ის რეფორმები და ცვლილებები, რაც ჩემი დანიშვნის დღიდან ჩვენ დღემდე გავატარეთ, მთლად საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ სისტემა, სამწუხაროდ, მაინც დაჭაობებული იყო და ამიტომ ამას სჭირდება გაჯანსაღება, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანების შემოსვლა”.

ძალიან საინტერესოა ჩვენი სამინისტრო, მე, სიმართლე გითხრათ, უკვე ვეღარც წარმომიდგენია… ძალიან შემიყვარდა ჩემი საქმიანობა და იმედი მაქვს, რომ თქვენც ასევე… როცა იცი, თუ რას ემსახურები, ეს ორმაგად უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას და საქმიანობას. ცხოვრების ნაწილი ხდება [საქმიანობა]”, – განაცხადა ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი