ახალი ამბები

ამერიკამ საქართველოს, შესაძლოა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა მიჰყიდოს

21 ნოემბერი, 2017 • 2151
ამერიკამ საქართველოს, შესაძლოა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა მიჰყიდოს

სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვის შესახებ. ეს ეხება ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას, რომლის ღირებულებაც 75 მილიონი დოლარია.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

სააგენტოს ცნობით, ჯაველინი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას, ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ საჭიროებებს გაუმკლავდეს. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ საქართველოსთვის არ იქნება რთული, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემის ინტეგრირება ,ოახდინოს. ასევე, ამ მიყიდვით რეგიონში საბაზისო სამხედრო ბალანსი არ შეიცვლება.

ცნობა სამხედრო ტექნიკის შესაძლო გაყდვასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ ტექნიკის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი