ახალი ამბები

ნანუაშვილი -“ტოლერანტობის ქომაგებს“ გამოავლენს რელიგიათა საბჭო, ომბუდსმენის ჩარევის გარეშე

20 ნოემბერი, 2017 • 1667
ნანუაშვილი -“ტოლერანტობის ქომაგებს“ გამოავლენს რელიგიათა საბჭო, ომბუდსმენის ჩარევის გარეშე

 

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის“ჯილდოს გადაცემის საკითხზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ „ტოლერანტობის ქომაგებს“ გამოავლენს რელიგიათა საბჭო, სახალხო დამცველის ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, წესდების თანახმად, რელიგიათა საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს „ტოლერანტობის ქომაგს“ და ხმის უფლება მხოლოდ საბჭოში გაწევრიანებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ.

უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ წესების მიხედვით, კანდიდატი ტოლერანტობის ქომაგად, მიმდინარე წელს, ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისათვის გაწეული განსაკუთრებული დამსახურების მიხედვით უნდა შეირჩეს, თუმცა ამ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი  სახალხო დამცველს არ აქვს შესაძლებლობა საბჭოს გადაწყვეტილება შეცვალოს.
სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” 16 ნოემბერს დააჯილდოვა. წლევანდელი ქომაგები გახდნენ: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის “ერთი ცის ქვეშ” ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი – პროექტისთვის “რელიგიათა კლუბი” და “არტარეა” პროექტისათვის “თბილისური ეზო”. მედიასაშუალებებიდან ქომაგის ჯილდო გადაეცათ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და გაზეთი “გურჯისტანის”, საჯარო მოხელეთა შორის კი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს, პარლამენტის წევრ გიგა ბოკერისაა და პრემიერის მრჩეველ გურამ ოდიშარიას. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენს და ჩეხთა სათვისტომოს “ზლატა პრაღას” ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.

  • 20 ნოემბერს ნაირა გელაშვილმა მისი ხელმძღვანელობით “კავკასიური სახლის” მიერ 2009 წელს მიღებული ჯილდო “ტოლერანტობის ქომაგი” უკან დააბრუნა. როგორც მწერალი აცხადებს, მისთვის ამ ჯილდოს ფლობა მას შემდეგ გახდა მიუღებელი, რაც ის ტელეკომპანია რ2-სა და ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი