ახალი ამბები

ბორჯომში, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

21 ნოემბერი, 2017 • 1641
ბორჯომში, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ბორჯომში, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა დეტუტატმა ბოთლიც ისროლა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სხდომა პროტესტის ნიშნად “ქართული ოცნების” წევრებმა დატოვეს. ბორჯომის საკრებულოში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” უმცირესობაშია. მას საკრებულოში 13 დეპუტატი, ოპოზიციას კი 15 დეპუტატი ჰყავს.

სხდომაზე საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს კომისიის წევრების არჩევას ითხოვდა.”ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს სხდომა დატოვა. ამის შემდეგ ოპოზიციამ კომისიის წევრები მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებით დააკომპლექტა.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გიუაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბრისას აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” კომისიების წევრების არჩევას განზრახ აჭიანურებს.

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი საკრებულოს კომისიების დამტკიცებაა. პირველივე სხდომაზე კანონში არის გაწერილი რომ უნდა მოხდეს კენჭისყრა. მათი არჩევა არ არის სხდომის დღის წესრიგში შეტანილი. “ქართულ ოცნებას” უნდა დროის მოგება, რათა შემდეგ ადამიანებზე ზეწოლა განახორციელოს. მათ უნდათ ეს 15 კაცი სხდომაზე აღარ გამოცხადდეს და დადარჩნენ ესენი მოგებულები,”-განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა.

მოგვიანებით, საკრებულოს წევრებმა კომისიებში თითო წევრი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც შეიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი