ახალი ამბებიხელოვნება

ფილმი პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებზე – “ხიბულას” პრემიერა

20 ნოემბერი, 2017 • 3943
ფილმი პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო დღეებზე – “ხიბულას” პრემიერა

“ხიბულა” რეჟისორ გიორგი ოვაშვილი ბოლო ფილმია, რომელიც მაყურებელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ცხოვრების ბოლო 50 დღეზე უყვება. ფილმის პრემიერა ხვალ გაიმართება, ხოლო მაყურებელი მის ნახვას 23 ნოემბრიდან შეძლებს.

ფილმი ხიბულა სამი ქვეყნის, საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის, ერთობლივი პროდუქტია, რომლის ბიუჯეტი 1.5 მილიონი ევროა. როგორც პრესკონფერენციაზე ფილმის რეჟისრომა, გიორგი ოვაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუჯეტის 25% , რაც 375 ათასი ევროა, საქართველომ დააფინანსა, ხოლო დანარჩენი ხარჯები, ერვოპული კინოს განვითარების ფონდმა და გერმანულ-ფრანგულმა არხმა ARTE-მ გაიღო. “ხიბულას” მსოფლიო პრემიერა ივლისში, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე შედგა.  რაც შეეხება საქართველოს,  ქართული კინოთეატრების ეკრანებზე , ფართო აუდიტორიისთვის, ფილმი 23 ნოემბერს გამოვა.

“ხიბულა” საქართველოს პირველი პრეზიდეტნის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზეა. ზვიად გამსახურიდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, 9 თვის შემდეგ, დევნილობაში აღმოჩნდა და თავის მცირე რაზმთან ერთად მთებს შეეფარა. ფილმი პრეზიდენტის მიერ რეალურად განვლილ გზას მის სიკვდილამდე მიჰყვება. როგორც ფილმის რეჟისორი, გიორგი  ოვაშვილმა აცხადებს, ეს არ არის არც ბიოგრაფიული და არც დოკუმენტური ფილმი, არამედ მისტერია.

“მთელი ეს ამბავი რაღაც ფანტასმაგორიული მისტერია უფრო არის ჩემთვის, რაღაც გარკვეული აბსურდი, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ერმა ადამიანი, რომელიც თვითონ აირჩია ლიდერად.” – განაცხადა გიორგი ოვაშვილმა.

რაც შეეხება მთავარ როლს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ირანელი მსახიობი ,ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. რეჟისორის განმარტებით, მისთვის მნიშვნელობა  არ ჰქონდა, ვიზუალურ მსგავსებას, ვინაიდან ფილმი არ არის დოკუმენტალური ნაშრომი.

“ვეძებდით, მთავარი როლისთვის ქართველ მსახიობს, ტიპაჟს, მაგრამ ,სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ვერ მოვძებნეთ შესაბამისი სახე. ამასთანავე ჩვენ არ ვეძებდით ფიზიკურ მსგავსებას, იმიტომ, რომ ეს არ არის ბიოგრაფიული ფილმი და არც დოკუმენტალისტიკა.”  – აღნიშნა გიორგი ოვაშვილმა

როგორც თავად ჰოსეინ მაჰჯუბი განმარტავს, მისთვის ზვიად გამსახურდიას როლის მორგება საკმაოდ რთული იყო, გამომდინარე პრეზიდენტის რთული ხასიათისგან, თუმცა, პროექტზე მუშაობა  განსაკუთრებულად ჩამთრევი აღმოჩნდა.

“ფილმზე მუშაობისას იმდენად ჩავერთე როლში, რომ ერთხელ დამესიზმრა კიდეც ზვიად გამსახურდია, რომელსაც მარცხენა ხელი საფეთქელთან ჰქონდა  მიტანილი და თავს იკლავდა. სიზმარი იმდენად ცხადი იყო, რომ მე მის თეთრ პერანგზე, სისხლებიც კი დავინახე. მხოლოდ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ზვიად გამსახურდია, ცხოვრებაშიც ცაცია იყო. “ – განმარტა ჰოსეინ მაჰჯუბიმ.

ფილმზე საუბრისას, გიორგი ოვაშვილი აღნიშნავს, რომ ფილმზე მუშაობის დაწყებამდე, მან სცენარისტთან ერთად არამხოლოდ გაიარა ზუსტად ის გზა, რაც ზვიად გამსახურდიამ დევნილობისას , არამედ შეაგროვა ყველა ვიზუალურ-ტექსტუალური მასალა, რისი მოძებნაც გადამღებმა ჯგუფმა შეძლო.

“ჩვენ თავიდან დავიწყეთ, იმით, რომ გავეცანით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც შეგვვძლო. ეს იყო ვიზუალური და სიტყვიერი მასალა.შემდეგ, იმ გზაზე, რომელიც გავიარეთ, შევხვდით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ცოცხალია და რომელიც რამენაირად დაკავშირებულია ამ ამბავთან ან უბრალოდ, ჰქონდა მოსმენილი ან გაგებული, თუ როგორ გაიარა, პრეზიდენტმა გაიარა მის სოფელში ან რაღაც ადგილას. ასევე, ძალიან დაგვეხმარა 2009 წელს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასვკნა. ჩატარდა, უზარმაზარი შრომა. ჩვენ გვქონდა საუბარი, თითქმის, ყველასთან, ვინც პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს , დაწყებული მეუღლით, და ბატონი ცოტნე გამსახურდიათი. ისინი საქმის ყურში იყვნენ, თუ რას ვაკეთებდი, მე მათ  მივეცი მაქსიმალური ინფორმაცია.” – განმარტა გიორგი ოვაშვილმა

“ხიბულა” გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის მესამე ნაწილია. ტრილოგია საქართველოს ისტორიის 90-იან წლებს ეხება , ხოლო მისი პირველი ორი ნაწილი  “გაღმა ნაპირი” და “სიმინდის კუნძული” იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი