ახალი ამბებირეკლამა

მოგზაურობა გმირების სამყაროში #1 ბარათის მფლობელებისთვის

20 ნოემბერი, 2017 • 1310
მოგზაურობა გმირების სამყაროში #1 ბარათის მფლობელებისთვის

ყველას, ვისაც #1 ბარათი აქვს, თიბისი ბანკი და მასტერქარდი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებენ. სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ მოიგონ საგზური მთელი ოჯახისთვის სუპერგმირების სამყაროში (2 მშობელი და 2 ბავშვი) ქ.დუბაიში. საგზურის მისაღებად საკმარისია განახორციელო ყველაზე მეტი გადახდა #1 ბარათით 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ან  5 დეკემბრიდან – 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით.

საგზურში შედის :

[checklist]

  • ორმხრივი ავიაბილეთი;
  • 5 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება 5 დღის განმავლობაში;
  • 1 დღე „მარველის“ ატრაქციონების პარკში IMG World of Adventure;
  • სადილი „მარველის“ თემატურ კაფეში;
  • დუბაის შადრევნების შოუზე დასწრება;
  • ბურჯ ხალიფას ტური;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

[/checklist]

თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს #1 ბარათი,  მისი აღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის ყველა მფლობელი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. საგზურის მფლობელი გამარჯვებული ოჯახების გამოცხადება მოხდება არაუგვიანეს 2018 წლის იანვრისა. მოგზაურობა დუბაიში დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი