გურამ კაშია: ასეთი ზიზღი და სიძულვილი არასდროს მიგრძვნია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ნიდერლანდურ გამოცემა voetbalprimeur.nl-თან საუბრობს იმ რეაქციაზე, რაც მის მიერ ლგბტ დროშის სამკლაურით თამაშს საქართველოში მოჰყვა.

იგი ამბობს, რომ იყო დიდი მხარდაჭერა, თუმცა, ასეთი ზიზღი და სიძულვილი არასოდეს უგრძვნია:

“ეს არ ყოფილა იოლი. მე ვიყავი თითქმის ყველა ტელევიზიის მთავარი თემა, რუსული BBC-ის ჩათვლით და კრიტიკის საგანი ეროვნულ დისკუსიებში. მსგავსი ზიზღი და სიძულვილი არასდროს მიგრძვნია, მე ყოველთვის ფავორიტი ვიყავი და ახლა მონეტის მეორე მხარეც ვნახე, სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. ჩემი ხედვის შესახებ უკვე ვისაუბრე – მე ცხოვრების თავისუფლებას ვუჭერ მხარს. ასევე, იყო ძალიან დიდი მხარდაჭერაც – ბევრად უფრო მეტი, ვიდრე კრიტიკა, თუმცა, უარყოფითი მესიჯი მოქმედებს. ეს ფეხბურთის მსგავსად არის, მწვრთნელისგან ცხრაჯერ მიღებული კომპლიმენტი კარგია, მაგრამ, ერთხელ მიღებული კრიტიკა შენს ხასიათს განსაზღვრავს,”- განუცხადა კაშიამ ნიდერლანდურ გამოცემას.

კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი