საბავშვო “ევროვიზიასთან” დაკავშირებით 19-20 ნოემბერს რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

საბავშვო ევროვიზიის ჩატარება საქართველოს 7 მილიონი ლარი დაუჯდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი