ახალი ამბები

“H&M”-ის მაღაზიის გახსნა თბილისში[ფოტო/ვიდეო]

18 ნოემბერი, 2017 • 4764
“H&M”-ის მაღაზიის გახსნა თბილისში[ფოტო/ვიდეო]

თავისუფლების მოედანზე, “გალერია თბილისში”  H&M-ის მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა. 16 ნოემბერს გამართული გახსნის ცერემონიის შემდეგ, რომელზეც მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაიშვებოდნენ, დღეიდან მაღაზია ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაღაზიაში მოხვედრის მსურველთა რიგი თავისუფლების მეტროდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემდე გრძელდებოდა.

ის სამი ადამიანი, ვინც მაღაზიის მთავარ შესასვლელთან პირველი გამოცხადდა, “H&M”-მა, შესაბამისად, 200, 100 და 50 ლარიანი ვაუჩერებით დაასაჩუქრა. პრიზები მათ გახსნის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაეცათ. ადგილზე მისულმა პირველმა 1000-მა ადამიანმა კი 30%-იანი ვაუჩერები და მაღაზიის ბრენდირებული ჩანთები მიიღო.

H&M-ის მაღაზია სამი სართულისგან შედგება. პირველ სართულზე – მამაკაცის, მეორეზე – ქალის, მესამე სართულზე კი ბავშვის ტანსაცმელია განთავსებული.  მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ დღეს, მთელ კოლექციაზდ 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

თავად “გალერია თბილისი”, სრული დატვირთვით, 30 ნოემბერს გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი