კობა გვენეტაძე პარლამენტში 27 ნოემბერს მივა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში 27 ნოემბერს მივა. ამის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

“როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მინდა გითხრათ, რომ   გვაქვს დაგეგმილი ეს პროცესი. ეს იქნება განხილვა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, რომელიც არის პრაქტიკულად შემადგენელი ყველანაირი პროცესის. დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მთლიანად სებ-ის მენეჯმენტის მოსმენა 27 ნოემბერს. ეს არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულება. ბატონი კობა გვენეტაძე მობრძანდება კომიტეტის სხდომაზე,”-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადებები 16 ნოემბერს გააკეთებს. “ქართული ოცნების”  წევრები ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ლარის გაუფასურების საკითხზე განმარტებას ითხოვენ.

დღეს ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა. ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან  დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო დოლართან მიმართებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.