ახალი ამბები

კონსტიტუციაში დაგეგმილი ხუთი ცვლილება – პროექტის საყოველთაო განხილვა დაიწყო

17 ნოემბერი, 2017 • 2295
კონსტიტუციაში დაგეგმილი ხუთი ცვლილება – პროექტის საყოველთაო განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში აკადემიური სივრცის წევრებს, სტუდენტებსა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების “მეორე ტალღის” ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. კობახიძის თქმით, ცვლილებები ქვეყნის მთავარ კანონში ვერნეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მომზადდა.

კერძოდ, საუბარია 5 ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტის მიერ ახლახანს დამტკიცებულ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში უნდა შევიდეს.

კანონის პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-16 მუხლში „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციის შესაბამისად ზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი რედაქციიდან სიტყვების – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  მოქმედ  რედაქციაში აღნიშნულია რომ რწმენის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს:

“ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ამის დაზუსტება და შეზღუდვის დამატებითი საფუძვლების გაწერა. შესაბამის მუხლში და ჩვენ ეს გავაკეთეთ. თავიდან იყო განსხვავებული რედაქცია ახლა კიდევ იცვლება და გვრჩეაბ რამდენიმე საფუძველი რწმენის თაივსუფლების შეზღუდვის ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოებსი უზრუნველყოფა, ეს არის ჯანმრთელობსი დაცვა და სხვათა უფლებების დაცვა. თუ რწმენის თავისუფლებსი გამოვლინება უკავშირდება მაგალითად გარკვეული დანაშაულის ჩადენას, მოგეხსენებათ არსებობს გარკვეული რელიგიური მიმდინარეობები მათ შორის სექტები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მაგალითად ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასთან და ა.შ. იმისთვის რომ შეგვეძლოს ამის პრევენცია კონსტიტუცია ითვლაისწინებს რომ შეიზღუდოს რწმენის თავისუფლება” – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვინაიდან ტექსტი ვეროპულ კონვენციას ეუძნება, ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ “სახელმწიფო უსაფრთხოება” ტექსტიდან ამოეღოთ, რაც კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს.

მეორე ცვლილება კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე. წ. ბონუსის სისტემის ამოღებას ეხება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის ახალი ვერსიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ინიცირებული ცვლილებების შემდეგ, გაუნაწილებელი მანდატები თითქმის არ დარჩება და ბონუსების სისტემა გაუქმდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ბლოკებს ერთჯერადად ტოვებს. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები კი ბლოკების პირობებში სამპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში ჩატარდება. ეს ცვლილებაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციითაა განპირობებული:

“ბლოკებს ჩვენ ვტოვებთ ერთჯერადად. შემდეგი არჩევნები ჩატარდება ბლოკების პირობებში და სამპროცენტიანი ბარიერით. 3 პროცენტიანი ბარიერი უკვე ასახლია ბლოკების დატოვება ახალი ინიციატივაა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო. ჩვენ ნეგატიური გამოცდილება გვაქ ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა რომ მანიპულაციებისთვის გამოიყენება” – ამბობს კობახიძე.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაც. კერძოდ, ფართოვდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ეს იმაში გამოიხატება, რომ 3 თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. გარდა ამისა, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით.

გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აისახება ტერმინოლოგიური ცვლილება. კერძოდ, 50-ე მუხლში ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“:

ხმოსანი იცვლება საარჩევნო კოლეგიის წევრით 50 მუხლის ახალი რედაქცია 70 პარლამენტის 50 აჭრის და აფხაზეტის დანარჩენები პარტიების მიერ დასახელდებიან ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩევნების პროპორციული ნაწილის შედეგების მიხედვით. ⅔ ქვორუმით პირველ ტურში თუ ასეთი არაა მეორე ტურში ვლინდება გამარჯვებული ფარდობითი უმრავლესობით” – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახალხო განხილვის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულ ცვლილებებზეც დეტალურად ისაუბრა, რის შემდეგაც დამსწრეთა კითხვებს უპასუხა.


აკონსტიტუციო ცვლილებების პროქტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტო, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ოთხ ცვლილებას.

პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი 20 ოქტომბერს მოაწერა, 2 ნოემბერს კი უკვე ოთხი შესწორების შესახებ პროექტი უმრავლესობამ პარლამენტში დაარეგისტრირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი